“ბორდოს” მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა France Football-თვის მიცემულ ინტერვიუში “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე ანტონი მარტიალის შესახებ ისაუბრა.
“მარტიალს ტიერი ანრის შევადარებდი. ანტონი სუპერტალანტია. მას სისწრაფისა და ფიზიკური მომზადების ხარჯზე შეუძლია მოწინააღმდეგის მცველების დაჩაგვრა”, – აღნიშნა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნისას ვილი სანიოლმა 17 წლის მარტიალი ფრანგთა 21-წლამდელებში იხმო.
“მანჩესტერ იუნაიტედში” გადასულმა მარტიალიმ პრემიერლიგის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.