ფრანგულმა “გრაველინ-დიუნკერკმა”, რომელშიც მცირე ხნის წინ ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე ჩაირიცხა, ქვეყნის თასის 1/16-ფინალში “შალონ-რეიმსს” იოლად (95:73) სძლია და შემდეგ ეტაპზე გააღწია.
სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში ცინცაძემ 16 წუთს ითამაშა და საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე, მოედანი მე-5 პერსონალური ფოლის მიღების გამო დატოვა.
მანამდე, გიორგი საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 2 სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო და 8 ქულას 1 მოხსნა და 3 პასი წაამატა.
როგორც აღვნიშნეთ, ცინცაძემ 5 ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ, პასივში კი 2 დაკარგვაც ჰქონდა.
გრაველინელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი სტივენ გრეი გახლდათ, რომელმაც 29 წუთში 26 ქულა მიითვალა.