ფეხბურთი

19:05 | 23.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას უარი “ბარსელონას”

ესპანეთის მოქმედ ჩემპიონ “ბარსელონას” ფიფამ თურქი ფეხბურთელის არდა თურანის იანვრამდე გამოსაყენებლად უარი უთხრა. ამის შესახებ გამოცემა “მარკა” იუწყება. ლუის ენრიკეს დიდი ხნით ტრავმის გამო რაფინია გამოკლდა და კატალონელთა დამრიგებელს სურდა, იგი არდათი ჩაენაცვლებინა, რის გამოც ფიფას მიმართეს, თუმცა როგორც ჩანს, მათგან თანხმობა ვერ მიიღეს.

მოგეხსენებათ, არდა “ბარსამ” მადრიდის “ატლეტიკოდან” ზაფხულში შეიძინა, მაგრამ ვინაიდან ტრანსფერები 2016 წლამდე დაბლოკილი ჰქონდა, მას “ბლაუგრანაში” თამაში მხოლოდ დამდეგი წლის 4 იანვრიდან შეეძლება.

0.104082