ფეხბურთი

15:48 | 23.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალბიონზე “ლივერპული” და ანჩელოტი ახსენეს

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი შესაძლოა, სამუშაოდ ინგლისში დაბრუნდეს. როგორც ალბიონური მედია გვამცნობს, “რეალის” ექსთავკაცი “ლივერპულის” გაწვრთნის მთავარი კანდიდატია. “წითლებს” ამჟამად ბრენდან როჯერსი წვრთნის, თუმცა გუნდის თამაში და შედეგი ვერანაირ კრიტიკას უძლებს და ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მას სულ მალე დაითხოვენ.

“ლივერპული” პრემიერლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება და ლიდერ “სიტის” 8 ქულით ჩამორჩება. კარლო ანჩელოტი კი გასული სეზონის დასრულების შემდეგ უმუშევარია. მან თავისავე სურვილით ერთი წლით დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ არაა გამორიცხული საყვარელ საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს.

0.114338