ხორვატულ პორეჩში გრძელდება ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში. 2 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მიმავალ მონაწილეთა შორის 2 ქართველიც იმყოფება.
ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორის არიან: 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის თამარ თასოშვილი და 18-წლიანებში, ევროპის შარშანდელი ვერცხლის პრიზიორი ნინო ხომერიკი.
ქართველ მონაწილეთა სრული შედეგები
ჭაბუკები:
18 წლამდე
გიორგი სიბაშვილი – 1,5 ქულა; ნოე თუთისანი – 1 ქულა;
16 წლამდე
ლუკა ლიჩელი – 1; ირაკლი ახვლედიანი – 1;
14 წლამდე
ნიკა პეტრიაშვილი – 1,5; ნიკა ხვადაგიანი – 0,5;
12 წლამდე
ნიკოლოზ კაჭარავა – 1,5; ნიკა კევლიშვილი – 0,5;
8 წლამდე
გიორგი სანიკიძე – 1;
გოგონები:
18 წლამდე
ნინო ხომერიკი – 2; მარიამ ჭოლაძე – 1;
16 წლამდე
ნატა ჯიბუტი – 0;
14 წლამდე
ლილე ქორიძე – 1; მაია ბეჭვაია – 0,5;
12 წლამდე
ეკატერინე ფიფია – 0,5;
10 წლამდე
თამარ თასოშვილი – 2;
8 წლამდე
მარიამ გაბელაია – 1; მარიამ გვათუა – 1.