თამაშგარე

11:31 | 23.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატილდა მოურინიოს ევროპული ზღაპრები

როგორც ძველ ევროპულ ზღაპრებშია ხოლმე, უჟმურ და უხიაგ მეფეებს ხშირად ნამეტნავად ჭკვიანი და ეშხიანი ქალიშვილები ჰყავთ და მერე თუკი ამავე ზღაპრების სიუჟეტურ ხაზს გავყვებით, ეს შვილები შუბლშეკრული მამების დაუკითხავად, მაინც ადვილად პოულობენ ხოლმე საკუთარ პრინცებს.

რთული სათქმელია, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო შეიძლება შეედაროს თუ არა ძველი ევროპული ზღაპრების გმირ მეფეებს, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მისი აწუკვე 18 წლის მოყრილი ეშხიანი და ჭკვიანი ქალიშვილი, მატილდა მოურინიო, ჭეშმარიტად მოგაგონებთ იმ ასულებს, რომლებიც უხიაგი მამის არეალიდან გაფრენას ლამობენ.

როგორც ევროპის ბულვარული მედია გვამცნობს, მატილდა მოურინიო ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობს და მაღალი მოსწრებითაც გამოირჩევა. ამას გარდა, ”ჟოზეოვნა” თავისი პორტუგალიური ეშხითაც ხიბლავს გარშემომყოფთ და მასზე პოპულარული და სასურველი სარძლო მთელს ბრიტანეთში მეორე არ დადის. ერთი ისაა, რომ მამა ყავს ცოტა უჟმური...

0.137331