საქართველოს 2015 წლის საკლუბო ჩემპიონატს ჭადრაკში 4-11 ოქტომბერს დაბა ურეკი უმასპინძლებს. ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს წარმოადგენენ.
ესენი არიან: ,,თბილისი’’(თბილისი), ,,რუსთავი’’(ქვემო ქართლი), ,,კახეთი’’(კახეთი), ,,ნონა’’(აჭარა), ,,ქუთაისი’’(იმერეთი), ,,სამეგრელო’’(სამეგრელო), ,,გურია’’(გურია), და ,,ამბროლაური’’(რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი). თითოეულ გუნდში ექვსი ძირითადი და რამდენიმე სათადარიგო მოთამაშე ირიცხება. ამ ტურნირში საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი, მათ შორის საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავაც მონაწილეობს, რომელიც ,,თბილისის’’ გუნდში თამაშობს.