ფეხბურთი

1:07 | 23.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა ისევ ბოლომდე გაისარჯა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის სასტარტო მატჩში ჯაბა კანკავას “რეიმსი” სტუმრად “ანჟერს” დაუზავდა – 0:0. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. 71-ე წუთზე კი ყვითელ ბარათს გამორჩა. “რეიმსი” 12 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

საბერძნეთის სუპერლიგაში გიორგი მერებაშვილის “ვერია” “პანაითოლიკოს” სტუმრად დაუზავდა (1:1). ქართველმა შემტევმა მატჩი თადარიგიდან დაიწყო და მოედანზე 67-ე წუთზე გეორგიუს გეორგიადისის ნაცვლად შევიდა. შეხვედრის ორივე გოლი მოედანზე გიორგის გასვლის შემდეგ გავიდა. “ვერია” კი 4 ტურის შემდეგ 5 ქულით მეშვიდეა.

ჩეხეთის თასის 1/16 ფინალში პრაღის “სლავიამ” “უსტისთან” გასვლაზე 2:4 წააგო. დედაქალაქელთა ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.

0.138416