ფეხბურთი

21:18 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ პაულისტას წითელი ბარათი გააუქმეს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ლონდონის “არსენალის” მცველმა გაბრიელ პაულისთას მიერ პრემიერლიგაში “ჩელსისთან” მატჩში (0:2) მიღებული წითელი ბარათი გააუქმა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. შედეგად, ბრაზილიელ ფეხბურთელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აღარ ემუქრება. ასოციაციამ პაულისტა “არსენალის” მიერ შეტანილი აპელაციის მერე გააუქმა.

განვლილ მატჩში, “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგუ კოშტამ “არსენალელ” ლორან კოშიელნის სახეში ხელი გაარტყა. პაულისტა თანაგუნდელს გამოექომაგა, ხოლო მოგვიანებით კოშტას პროვოკაციული ქმედებების გამო წითელი ბარათი მიიღო.

“ჩელსის” ფორვარდი მატჩის მსვლელობისას სასჯელს გადაურჩა, მაგრამ მის ქმედებას ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.

0.109424