როგორც მარკოს როხოს აგენტმა Talksport-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას არგენტინელი მოთამაშე “მანჩესტერ იუნაიტედს” არ დატოვებს.
“ვერ ვხედავთ როხოს ტრანსფერზე საუბრის საჭიროებას. ფეხბურთელი ბედნიერია “იუნაიტედში” ყოფნით და კლუბის დატოვების განზრახვა არ ამოძრავებს” – აღნიშნა კარლოს გონსალვეშმა.
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარკოს როხოს შეძენა “ნაპოლის” ხელმძღვანელობას სურთ და Talksport-ის ინტერესიც ამ ცნობამ განაპირობა.