ფეხბურთი

19:21 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი ჰოლანდიის ერედივიზიონის სიმბოლურ ნაკრებში

არნემის “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაშვილი გამოცემა Algemeen Dagblad –ის ვერსიით, ჰოლანდიის საფეხბურთო ერედივიზიონის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, არნემელებმა “გრაფსხააპი” 3:0 დაამარცხეს, ხოლო ყაზაიშვილმა თავის ანგარიშზე ერთი გოლი ჩაიწერა.

ამავე გამოცემის ვერსიით, სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელთა ოცეულში “ვიტესის” კაპიტან გურამ კაშიას მეორე ადგილი უკავია. ქართველი ცენტრალური მცველი მხოლოდ პსვ-ს მექსიკელ ლეგიონერ გუარდადოს ჩამორჩება.

0.126765