ფეხბურთი

18:33 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს IV ტურის საუკეთესოები

იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გულშემატკივართა გამოკითხვით ჩემპიონატის მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა.

ტიფოზებმა კარში ადგილი ფლორენციის “ფიორენტინას” რუმინელ კიპერ ჩიპრიან ტატარუშანუს არგუნეს, რომელმაც “კაპრისთან” (1:0) კარი მშრალად შეინახა.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე “ტორინოს” უკანახაზელი ბრუნო პერესი მოხვდა, ვინაც “სამპდორიასთან” თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ხოლო საპირისირო ფლანგზე ადგილი “მილანის” დებიუტანტ მცველ დავიდე კალაბრიას ერგო.

ცენტრში “ინტერის” ჩილელი მოთამაშე გარი მედელი და “იუვენტუსელი” ჯორჯო კიელინი გამოარჩიეს. ამ უკანასკანელმა “ჯენოასთან” თავისი პირდაპირი მოვალეობის კარგად შესრულების გარდა, თავი მოპოვებული თერთმეტმეტრიანითაც გამოიჩინა.

ნახევარდაცვაში ჯაკომო ბონავენტურა (გოლი და საგოლე პასი), ალანი (გოლი და საგოლე პასი) და პოლ პოგბა (გოლი და მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა) მოხვდნენ.

შეტევის ხაზი კი კარლოს ბაკამ (დუბლი “პალერმოსთან”), გონსალო იგუაინმა (დუბლი “ლაციოსთან”) და ფაბიო კვალიარელამ (დუბლი “სამპდორიასთან”) შეავსეს.

IV ტურის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: ჩიპრიან ტატარუშანუ (“ფიორენტინა”)

მცველები: ბრუნო პერესი (“ტორინო”), გარი მედელი (“ინტერი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), დავიდე კალაბრია (“მილანი”)

ნახევარმცველები: ჯაკომო ბონავენტურა (“მილანი”), ალანი (“ნაპოლი”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”)

თავდამსხმელები: კარლოს ბაკა (“მილანი”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), ფაბიო კვალიარელა (“ტორინო”)

თეგებისერია A
0.126444