ჭადრაკი

18:00 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მასშტაბით ჭადრაკის მასწავლებელთა მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს

ოქტომბრიდან საჯარო სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები ჩატარდება. მანამდე კი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლები მოსამზადებელ ეტაპებს გადიან. სემინარებს ჭადრაკის ეროვნული ფედერაცია ატარებს.

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი გიორგაძის თქმით, ჭადრაკის სწავლება მომავალი თაობის გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.

საპილოტე პროექტში მონაწილეობენ: თბილისის, იმერეთის, კახეთის,სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის საჯარო სკოლები.


მასწავლებლები მომზადებას გადიან იმერეთის 72, აჭარის 44, თბილისის 66, კახეთის 42 და სამეგრელო-ზემო სვანეთის 85 საჯარო სკოლაში.

სწავლება ორ ეტაპად წარიმართება და საპილოტედ შერჩეულ რეგიონებს სრულად მოიცავს.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

0.132638