საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს 21 სექტემბერს ბელგიის “გენკის” შემადგენლობაში არ უვარჯიშია.
გენკელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველი ვარჯიშზე გამოცხადდა, მაგრამ ავად იყო და მას მერე, რაც კლუბის ექიმმა გასინჯა სახლში დაბრუნდა.
მიმდინარე სეზონში, 23 წლის ოქრიაშვილმა “გენკში” 8 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია.