უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე “ოლექსანდრიას” მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ შარანის აზრით, ქართველი ლეგიონერი დავით თარგამაძე ჯერ მზად არაა, მაგრამ მონდომებულია.
“რაც შეეხება თარგამაძეს, ამჟამად ის ბოლომდე მზად არაა. თუმცა, მისი მონდომება უნდა აღვნიშნო, რომლის შედეგად ყოველ დღე უმატებს” – იუწყება შარანის სიტყვებს ინტერნეტპორტალი football.ua.
უკრაინის ჩემპიონატის მე-8 ტურში, თარგამაძეს “ოლექსანდრიას” მიერ სახლში ლვოვის “კარპატთან” მოგებულ (4:1) მატჩში არ უთამაშია. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა.