ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთის ქალაქ იზმირში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 64 ათასი ევრო) ძირითად ბადეში გააღწია.
მეტრეველი კვალიფიკაციაში მე-5 ნომრად იყო განთესილი და საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი ბრაზილიელ გუსტავო გუერსესს (6:3, 6:1) და მე-3 რეიტინგის მქონე ავსტრიელ მაქსიმილიან ნოიკრისტს (7:5, 5:7, 7:5) სძლია.
ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იტალიელი ერიკ ჩრეპალდი იქნება.