ფეხბურთი

12:16 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალისტებმა დუბაიში ორი სპარინგის მოიგეს

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც ლევან გრიგოლია წვრთნის, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ეგიდით, დუბაიში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

პირველი შეხვედრა 18 სექტემბერს შედგა და ქართველმა ფუტსალისტებმა 5:2 გაიმარჯვეს. სტუმრებიდან სამი გოლი ლაშა სიგუნავამ გაიტანა, ხოლო თითოჯერ მეტოქის კარი გიორგი ნიშნიანიძემ და გიორგი ტიკურიშვილმა აიღეს. მეკარე ჯამბურიამ პენალტი ვერ გამოიყენა.

მეორე დაპირისპირება 19 სექტემბერს შედგა და ამჯერად, გრიგოლიას შეგირდებმა 2:1 გაიმარჯვეს. თავი გიორგი ტიკურიშვილმა და კახა მაისაიამ გამოიჩინეს.

დუბაიში საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით იმყოფებოდა:

მეკარეები: ა.ჯამბურია და ნ.ფხაკაძე

მოედნის მოთამაშეები: გ. ნიშნიანიძე, ზ.ლუკავა, გ.ტიკურიშვილი, გ.გოგოჩაიშვილი, ლ.სიგუნავა, კ.მაისაია, ი.ბერიძე, ნ.კოპლატაძე, გ.ნიკვაშვილი, ნ.ჭუმბურიძე, დ.ანდღულაძე.

ეროვნულ გუნდის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვერ გაჰყვნენ:

ნ.ზედელაშვილი, შ.ჭანუყვაძე, დ.ბობოხიძე, ბ.კაკაბაძე, ლ.კობაიძე, ი.თოდუა, შ.თოფურია, თ.ბუკია.

ნატურალიზებულ ბრაზილიელს რონის იმის გამო არ უთამაშია, რომ ყატარის კლუბ “ალ ჯარაფმა” ნაკრების ხელმძღვანელობას სთხოვა ის სპარინგებისთვის არ მიეწვია.

ფუტსალისტთა ნაკრების მაისურები პირველად მოირგეს: ივერი ბერიძემ, ნუკრი ჭუმბურიძემ, დიმიტრი ანდღულაძემ, ნიკა ფხაკაძემ და ნიკა კოპლატაძემ.

თეგებიფუტსალი
0.104774