ფეხბურთი

11:28 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ლა ლიგიდან მოხსნა ემუქრება

თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს, “ბარსელონა”, რომელიც ესპანეთის 23 გზის ჩემპიონია, ლა ლიგაში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა.

როგორც ესპანური მედია წერს, ტებასმა და სპორტის მინისტრმა მიგელ კარდენალმა ზემოაღნიშნულზე უკვე ისაუბრეს და ერთ აზრზეც არიან.

“თუ ესპანეთი გაიყოფა, მაშინ ლა ლიგაც დაირღვევა. იმედია, ეს სისულელე არ მოხდება”, - წერს ტებასი თავის ტვიტერის გვერდზე.

“ბარსელონას” გარდა, კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში ლა ლიგიდან მოკვეთა მეორე ბარსელონურ გუნდ “ესპანიოლსაც” ემუქრება.

0.127287