როდესაც არგენტინაზე საუბრის დროს ჩვენს ბაგეებს სიტყვა “ბელენი” დასცდება, ბუნებრივია ყველას ასოციაცია დიდებულ არგენტინელ ლამაზმან ბელენ როდრიგესთან გვექნება და ფიქრნი ჩვენნი უწინარესად სწორედ იმ ბელენზე ილაციცებს, რომელმაც თავისი მკერდ-ბარძაყთა ციალით გააოცა მთელი სამყარო.
თუმცა, ვითარცა ცაში ვარსკვლავნი არ დაილევა, ისე “ვერცხლისქვეყანაში” არ დაილევა ბელენად სახელდებული ლამაზმანნი და ამჯერად სულ სხვა ბელენზე, ახალგაზრდა არგენტინელ მოდელზე, ბელენ ეტხარტიაზე უნდა გიამბოთ, რომელიც ერთ დროს არგენტინელი შემტევის, ეზიკილ ლავესის გულისსწორიც კი ბრძანდებოდა.
ბელენ ეტხარტია ვერ ვიტყვით რომ სამოდელო საქმეში დიდად წარმატებულია და მისი კარიერა ახლაღა შლის ფრთებს. ლავესთან დაშორების შემდეგ, ბელენმა განაცხადა, რომ ფეხბურთი ძველებურად უყვარს და მისთვის სპორტის ეს სახეობა ოდენ ბურთის გორებაზე მეტია. ამ სიტყვების თქმა იყო და მისი პერსონით უმალ ყველა დაინტერესდა. იცის ქალმა თვითპიარი და შეეკითხეთ თუ გინდათ!