ფეხბურთი

19:00 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას მორიგი სიმბოლური ნაკრები

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია გამოცემა De Telegraaf–ის ვერსიით ჰოლანდიის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტუში არნემელებმა სახლში “გრაფსხაპს” 3:0 მოუგეს, ხოლო ანგარიში მე-6 წუთზე კაშიამ გახსნა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა გოლი სტადიონზე მყოფ მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანებს, სამხედრო საჰაერო-მედესანტეებს მიუძღვნა.

“ეს საგანგებო თამაშია, რომელსაც სხვა მატჩებს ვერ შეადარებ. ჩვენ სპეციალურად საჰაერო-მედესანტეების ფორმის ფერებში ვითამაშეთ. საუცხოოა, როცა კლუბი მსგავს მოვლენას ამდენ ყურადღებას აქცევს. ამას სრულებით ვეთანხმები. ამგვარად ჩვენ პატივს რეალურ გმირებს მივაგებთ. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთელები ვართ. მე მსურდა, რომ გატანილი გოლი ვეტერანებისთვის მიმეძღვნა” – იუწყება კაშიას სიტყვებს De Telegraaf-ი.

მიმდინარე სეზონში კაშია სიმბოლურ ნაკრებში მესამედ მოხვდა. მანამდე ის ორჯერ “სიმბოლურში” კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა ჰოლანდიურმა გამოცემა algemeen dagblad–მა შეიყვანა, რომელმაც ქართველი აგვისტოს თვეში ერედივიზიონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

0.141522