ფეხბურთი

18:01 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კურტიანი მოლდოვის ნაკრების თავკაცი აღარაა

მოლდოვის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ კურტიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება.

კურტიანმა ასეთი ნაბიჯი მოლდოვური ფეხბურთის პირველ პირებთან შეხვედრის მერე გადადგა. მას ფედერაციასთან კონტრაქტი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე აკავშირებდა.

ევრო-2016-ის შესარჩევის დარჩენილ მატჩებში მოლდოველებს შტეფან სტოიკა უხელმძღვანელებს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში მოლდოვა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.

0.123826