“ფრაიბურგის” ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “კიკერის” ვერსიით, მეორე ბუნდესლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში, “ფრაიბურგმა” სახლში ბიელეფელდის “არმინია” მიიღო და მხოლოდ ქულას გამორჩა. ფრაიბურგელები 49-ე წუთისთვის 0:2 აგებდნენ და ანგარიშში სხვაობა 67-ე წუთზე შეამცირეს, ხოლო მე-60 წუთზე შეცვლაზე შესულმა საქართველოს მოქალაქე ლუკას ჰუფნაგელმა ზუსტი დარტყმით ნახევარ საათში მასპინძლებს ქულა მოუტანა. “ფრაიბურგს” 16 ქულა აქვს და 18 გუნდში მეორეა.
ჰუფნაგელი სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა. მიმდინარე სეზონში ჰუფნაგელმა “ფრაიბურგში” 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.