რუსეთის საფეხბურთო კავშირმა სამარას “კრილია სოვეტოვს” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას განაცხადში შეყვანის უფლება მისცა.
ამის შესახებ რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება:
“საფეხბურთო კლუბ “კრილია სოვეტოვს” ნება მიეცეს დაარეგისტრიროს ფეხბურთელი-პროფესიონალი გიორგი ლორია შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის (განაცხადში შეიყვანოს შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის), რომლებიც რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეგიდით ტარდება. არასარეგისტრაციო პერიოდში ეს ყველა შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მოხდეს, რომელიც ამ ფეხბურთელი-პროფესიონალის რეგისტრაციისთვისაა აუცილებელი”.
მიმდინარე წლის ზაფხულში ლორია ბერძნულ “ოლიმპიაკოსში” გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი მალევე გაწყვიტა და “კრილია სოვეტოვს” თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.