უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-8 ტურში, ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” ხარკოვის “მეტალისტი” მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. ზაპოროჟიელებში ნახევარმცველმა ვალერიან გვილიამ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 90 წუთი ითამაშა. “მეტალურგი” 3 ქულით ბოლო მე-14 ადგილზეა.
ოდესის “ჩერნომორეცმა” უჟგოროდში “ჰოვერლასთან” ქულა მოიპოვა – 1:1. ოდესელებში ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავამ პირველიდან ბოლო წუთამდე დაიხარჯა. კიდევ ერთი მცველი გიორგი გადრანი “ჩერნომორეცის” თადარიგში ჯდომით შემოიფარგლა. ოდესელები 3 ქულით მე-13 ადგილზე არიან.
სლოვაკეთში ცენტრალურ მცველ აკაკი ხუბუტიას დებიუტი შედგა. სუპერლიგის მე-9 ტურში, მიხალოვცეს “ზემპლინმა” გასვლაზე ტრნავის “სპარტაკს” 1:0 აჯობა. ხუბუტია გამარჯვებულებში შეუცვლელად გაისარჯა. “ზემპლინი” 7 ქულით 12 გუნდში მეთერთმეტეა.
პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-8 ტურში, “ჟილ ვისენტე”, სადაც ავთო ებრალიძე გამოდის, გასვლაზე ლისაბონის “ბენფიკა II”-თან 0:1 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სტუმართა რიგებში ორი ტაიმი ითამაშა. “ჟილ ვისენტე” 9 ქულით 24 გუნდში მეთხუთმეტეა.
“ფეირენსე” “ბრაგა II”-ს ეწვია და ქულა აიღო – 1:1. ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძეს სტუმრებში არ უთამაშია, რადგან წინა ტურში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია. “ფეირენსე” 7 ქულით 21-ეა.
რუსეთის პირველი დივიზიონის მე-12 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” სტუმრად ტულის “არსენალსთან” 0:1 წააგო. ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა ხაბაროვსკელთა რიგებში 34-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ის 20 წუთის მერე გააფრთხილეს, ხოლო 77-ეზე არასპორტული საქციელისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენეს და გააძევეს. მცველი კახა ალადაშვილი “სკა-ენერგიას” 18-კაციან განაცხადში არ იყო. ხაბაროვსკელები 12 ქულით 20 გუნდში მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან.
ტომსკის “ტომმა” შინ “ტიუმენს” ვერ აჯობა – 1:1. ტომსკელთა შემადგენლობაში ფორვარდი ანზორ სანაია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თამაშში 43-ე წუთზე ჩაერთო. “ტომი” 26 ქულით სატურნირო ცხრილში მეორეა.
მოსკოვის “სპარტაკი 2”-მა შინაურ კედლებში კალინინგრადის “ბალტიკასთან” 0:1 წააგო. მოსკოველებში ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი მელქაძემ, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს 64-ე წუთიდან ითამაშა. “სპარტაკი 2” 19 ქულით მეშვიდეა.
არმავირში ადგილობრივმა “ტორპედომ” ნაბერეჟნიე ჩელნის “კამაზს” ვერ მოუგო – 0:0. ნახევარმცველ ზურაბ არზიანს, რომელიც გასულ სეზონში უნგრეთის “ნირედჰაზაში” გამოდიოდა, “ტორპედოში” დებიუტი ჰქონდა. ის მოედანზე შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა. ნახევარმცველებმა დავით ხურციძემ და ირაკლი ჭეჟიამ, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან არმავირელებში 90-90 წუთი იასპარეზეს. მათ მსგავსად შუახაზელი ირაკლი გეფერიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველი ლევან ჯღარკავა თამაშში 86-ე წუთიდან ჩაერთო. “კამაზში” ნახევარმცველი გუჯა რუხაია თავიდან ბოლომდე გაისარჯა. მას რუსული პასპორტი აქვს. “ტორპედო” 9 ქულით მეთვრამეტეა, ხოლო “კამაზი” 7 ქულით მეოცეა.
კრასნოიარსკის “ენისეიმ” ორნბურგში ადგილობრივ “გაზოვიკთან” ქულა აიღო. რუსეთის მოქალაქე მეკარე გიორგი შელიამ კრასნოიარსკელებში სრულად ითამაშა. “ენისეი” 12 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციაზეა.
“ბაიკალმა” ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგა” მიიღო და 1:0 სძლია. ფორვარდმა დავით კორტავამ გამარჯვებულთა რიგებში 58-ე წუთიდან ითამაშა. მას რუსული პასპორტი აქვს. “ბაიკალი” 10 ქულით მეჩვიდმეტეა.
იაროსლავლის “შინიკმა” სახლში ასტრახანის “ვოლგართან” 3:3 ითამაშა. რუსეთის მოქალქაქე თავდამსხმელი ედუარდ ბულია იაროსლავლელთა სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. “შინიკი” 15 ქულით მეცამეტეა.
მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში, “საქსანმა” თავის მოედანზე “პეტროკუბთან” 0:1 წააგო. ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილმა დამარცხებულებში ორი ტაიმი ითამაშა. თანაგუნდელის მსგავსად შუახაზელი გიორგი სარჯველაძეც სასტარტოში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. “საქსანი” ერთი ქულით 10 გუნდში ბოლოა.
იტალიის ლეგა პრო B-ს მე-3 ტურში, “ტუტოჩუოიომ” “არეცოს” უმასპინძლა და 0:1 წააგო. ქართველმა თავდამსხმელმა ირაკლი შეყილაძემ დამარცხებულებში 90 წუთი დაჰყო. “ტუტოჩუოიო” 2 ქულით 18 გუნდში მეცამეტეა.