თავისი სიკეკლუცით, სითამამით, სილამაზითა და სპორტული მიღწევებით მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულმა სერბმა მეჩოგნე ქალბატონმა, ანა ივანოვიჩმა, შესაძლოა ჰოლივუდურ ფილმში მიიღოს მონაწილეობა და ამით როგორც თავად ამბობს ბავშვობის მრავალწლიანი ოცნება აისრულოს.
როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, ანას რამდენიმე რეჟისორი ჯერ კიდევ შარშან და შარშანწინ სთავაზობდა თანამშრომლობას და მისთვის მსუყე კონტრაქტებიც გამზადებული იყო, მაგრამ მაშინ დაძაბული სპორტული გრაფიკის გამო ივანოვიჩმა მსახიობობა შემდეგისთვის გადადო.
ფილმი ისტორიული ჟანრის იქნება და ეშხიანი სერბი ჩოგნის მქნევი ძველი რომაელი დიდებულის ცოლის, არცთუ უმნიშვნელო როლს შეასრულებს. ჯერჯერობით არაა ცნობილი ამ ფილმში სხვა რომელი ცნობილი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ანა ივანოვიჩი ირწმუნება, აგერ ნახავთ რა ხალხშიც მომიწევს ტრიალიო. ვნახოთ ბატონო. ვნახოთ...