კალათბურთი

1:25 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ-2017-ის მასპინძლის ვინაობას დეკემბერში შევიტყობთ

სად გაიმართება 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, მიმდინარე წლის დეკემბრის შუაწელს გახდება ცნობილი. ეს გადაწყვეტილება ლილში გამართულ ფიბა-ევროპას საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

ქვეყნები, რომლებიც ტურნირის მიღებით არიან დაინტერესებულნი, განაცხადი 2 ნოემბრამდე უნდა შეიტანონ. შემფასებელი კომისიის წევრები კანდიდატთა მიერ შეთავაზებულ დარბაზებს ნოემბერშივე მოინახულებენ, გადაწყვეტილება კი 11-12 დეკემბერს იქნება გამოტანილი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ფედერაციებს საშუალება ექნებათ განაცხადი გააკეთონ როგორც მთლიანი ტურნირის მიღებაზე, ასევე 1 ჯგუფის მატჩების ანაც 1 ჯგუფის მატჩების და პლეი-ოფის მასპინძლობაზე.

ისიც სათქმელია, რომ ევრობასკეტ-2017-ზე გუნდების დასვენებისთვის 2 დღით მეტი ექნებათ. 1 დღე ჯგუფურ ეტაპზე იქნება დამატებული, კიდევ ერთ დასვენების დღეს კი ჯგუფურ ეტაპსა და პლეი-ოფს შორის გამყოფენ.

0.109937