რუსეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის “მორდოვიამ” შინ ცსკა მიიღო და 4:6 დამარცხდა. წაგებას სარანსკელებისგან პირველი ტაიმის შემდეგ არავინ მოელოდა, რადგან 3:0 იგებდნენ და მოსკოველების მხრიდან მარიო ფერნანდესი გაძევებული გახლდათ.
შესვენების შემდეგ სტუმრები გამოფხიზლდნენ და რევიშვილის კარის “დაცხრილვა” დაიწყო. პანჩენკომ ანგარიში 50-ე წუთზე 1:3 გახადა, 55-ე წუთზე კი “მორდოვიას მხრიდან მოედნიდან დიალო მიაბრძანეს, ხოლო ოთხ წუთში ტოსიჩის და დუმბიას გოლებით ანგარიში გათანაბრდა – 3:3.
ევგენი ლუჩენკომ 68-ე წუთზე სარანსკელები დააწინაურა, თუმცა მე-80 წუთიდან რვა წუთის ინტერვალში მოსკოველებმა “ჯვაროსნების” გოლკიპერს კიდევ სამჯერ გაუტანეს., დუმბიამ კი ჰეთთრიკი შეასრულა.
აღნიშნული გამარჯვებით მოსკოვური გუნდი სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო “მორდოვია” მე-12 პოზიციას 7 ქულით იკავებს.