იტალიურ “მილანს” კოლუმბიელი თავდამსხმელი კარლოს ბაკა კარგად მოერგო. “სევილიას” ექსფორვარდმა “პალერმოსთან” დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა. სამხრეთამერიკელს სერია A-ს ოთხ მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი. ასეთი შედეგიანი მაჩვენებელი კი ბოლო წლებში მხოლოდ ანდრე შევჩენკოს ჰქონია. შევამ 2003-2004 წლების სეზონის საწყის 4 ტურში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.
ხოლო 2007-2008 და 2012-203 წლებში ბაკას მსგავსი შედეგიანობით გამოირჩნენ შესაბამისად, კაკა და მარიო ბალოტელი.