ფეხბურთი

10:02 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩმა, ბერლუსკონიმ ახალი “მილანი” იხილაო...

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურის შეხვედრაში სამხრეთული “პალერმოს” 3:2 დამარცხების შემდეგ “მილანის” სერბ მთავარ მწვრთნელს სინიშა მიხაილოვიჩს Mediaset-მა ბლიც-ინტერვიუ ჩამოართვა:

“როდესაც საკუთარ მინდორზე მეტოქისგან 2 გოლს გაუშვებ, გარკვეული ხარვეზები გაქვს, მაგრამ მთლიანობაში “როსონერის” თამაშით კმაყოფილი ვარ. დღევანდელი “მილანი” განსხვავდება იმ გუნდისგან, რომელმაც სასტარტო ტურში ფლორენციის “ფიორენტინასთან” 0:2 დათმო. დღევანდელი მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ მოგება მოგვილოცა და თამაში შეგვიქო. სინიორ სილვიო კმაყოფილია – მან ახალი “მილანი” იხილა. ჩემმა გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა მაყურებელს, სახიფათო მომენტიც ბლომად შექმნა მეტოქის კართან, თუმცა, დრო და დრო აგრესიულობა გვაკლდა”.

0.140847