ფეხბურთი

2:51 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელებმა იმარჯვეს, “ვალენსიამ” ქულები დაკარგა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. ყველა მატჩი საინტერესოდ წარიმართა და ერთში მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა.

დღის გახსნილი შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა, სადაც მადრიდის “რეალმა” ანდალუსიურ “გრანადას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი 55-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ გაიტანა. ფრანგმა ფორვარდმა ანდრეს ფერნანდესი კარი ახლო მანძილიდან თავური დარტყმით დალაშქრა.

მადრიდელებს გოლის გატანას კიდევ არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა უსაქმოდ არც სტუმრები ყოფილან და რამდენიმე ძალიან კარგი საგოლე ეპიზოდი ჰქონდათ, თუმცა ან კეილორ ნავასი თამაშობდა კარგად, ანაც ანდალუსიელებს გადამწყვეტ მომენტში საშემსრულებლო ოსტატობა აკლდებოდათ. გარდა ამისა, სტუმრებმა პირველ ნახევარში გოლის გატანაც მოახერხეს, თუმცა გვერდითმა მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა – 1:0.

“ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე “ბეტისი” მიიღო და მორიგი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გააზრებული შეტევების წარმოება ძალიან უჭირდათ. კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს თავდამსხმაში, “ღამურებმ” ოთხივე მატჩი ქვედა ეშელონის კლუბებთან ჩაატარეს და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხეს.

49-ე წუთიდან სტუმრები სებალიოსის გაძევების გამო 10 კაცით დარჩნენ, თუმცა “ვალენსიას” ვერც ამან უშველა. აღსანიშნავია, ხოაკინ სანჩესის “მესტალიაზე” დაბრუნება. პუბლიკა ყოფილ ფეხბურთელს ღირსეულად შეხვდა და მოედნიდან გასვლისას აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

შეხვედრის დასასრულს კი, “მესტალიაზე” გულშემატკივარმა ერთხმად დაიწყო ყვირილი – ისინი ნუნუ ესპირიტო სანტოს გაშვებას ითხოვდნენ.

მადრიდის “ატლეტიკო” ბასკეთს ეწვია და “ეიბარი” დაამარცხა. გოლები მეორე ნახევარში გავიდა და ორივე გატანილი ბურთი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების ანგარიშზეა. 62-ე წუთზე მოედანზე ერთი წუთის გამოსულმა ანხელ კორეამ ფერნანდო ტორესის გადაცემა შეირგო და ანგარიში გახსნა. 77-ე წუთზე ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს და ამჯერად კორეამ გაატანინა ტორესს, რომელმაც ლა ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა გატანა – 0:2.

დღის ბოლო შეხვედრა დრამატული და საინტერესო გამოდგა. 85-ე წუთისთვის 10 კაციანი “სოსიედადი” შინ “ესპანიოლთან” 1:2 მარცხებოდა. ჯონათასმა 86-ე წუთზე გათანაბრება მოახერხა, თუმცა 90-ე წუთზე პერესმა გაიტანა და სტუმრებმა 2:3 მოიგეს.

რეალი – გრანადა 1:0 (0:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-2-3-1): ნავასი, პეპე, ვარანე, კარვახალი, მარსელო, კროოსი (კოვაჩიჩი 62), მოდრიჩი, ისკო (კასემირო 85), ვაზკესი, რონალდუ, ბენზემა (ჩერიშევი 77).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, დორია, ლომბანი, ბირაგი, მ.ლოპესი, მარკესი, კრინი, მენდეში (ნ.ლოპესი 77), როჩინა (ფ.რიკო 67), სუკესი (იბანესი 61), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლი: ბენზემა 55.
გაფრთხილებები: ისკო – მენდეში, მარკესი, კრინი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

ვალენსია – ბეტისი 0:0

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): დომენეში, აბდენური, მუსტაფი, ორბანი (დე პაული 66), ბარაგანი, ფუეგო, პარეხო, გომეში (ბაკალი 46), ფეგული, როდრიგო (მინა 83), ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ბეტისი (4-4-2): ადანი, ვესტერმანი, ბ.გონსალესი, მოლინერო, ვარგასი, პორტილიო (სეხუდო 60), სებალიოსი, ნ’დიაიე, ხოაკინი (რენელია 68), მოლინა (ხ.ტორესი 52), რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი

გაფრთხილებები: ორბანი, მუსტაფი, დე პაული, ფუეგო – სებალიოსი, ვარგასი, ადანი
გაძევება: სებალიოსი (48)
მსაჯი: ველასკო კარბალიო

ეიბარი – ატლეტიკო 0:2 (0:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, რამისი, მ.დოს სანტოსი, ლუნა, კაპა, ესკალანტე (არუაბარენა 82), დ.გარსია, ადრიანი (ბასტონი 71), ბერხონი (ვერდი 71), კეკო, ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი, გოდინი, ხ.ხიმენესი, ლუისი, ხუანფრანი, ტიაგო, გაბი, კოკე (ა.კორეა 61), გრიზმანი, ვიეტო (ო.ტორესი 46), ჯ.მარტინესი (ფ.ტორესი 46).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 ა.კორეა (62), 0:2 ფ.ტორესი (77).
გაფრთხილებები: დ.გარსია, ესკალანტე – ა.კორეა
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

სოსიედადი – ესპანიოლი 2:3 (1:1)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი, რეიესი, ელუსტონდო, დე ლა ბელა, ილარამენდი, გრანერო, ბრუმა (ოიერი 43), კანალესი, ველა (ჩ.კასტრო 80), აგირეჩე (ჯონათასი 80).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ა.გონსალესი, როკო, რ.კორეა (ხ.ლოპესი 79), ფუენტესი, დიოპი, ვ.სანჩესი, ვ.ალვარესი (ბურგუი 66), ჰ.პერესი, ასენსიო (კანიასი 86), ხ.მორენო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლები: 1:0 აგირეჩე (20), 1:1 ხ.მორენო (44 პენ.), 1:2 როკო (71), 2:2 ჯონათასი (86), 2:3 ჰ.პერესი (90)
გაფრთხილებები: გრანერო, ილარამენდი – როკო, ვ.ალვარესი, ხ.მორენო
გაძევება: რული (42)
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო

თეგებილა ლიგა
0.115062