ფეხბურთი

2:03 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას წარმატებული დაბრუნება (+Video)

ჩეხეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში პრაღის “სლავიამ” სტუმრად 2:0 დაამარცხა “ზლინი”. 48-ე წუთზე ანგარიში ლევან ყენიამ გახსნა, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. 16 გუნდიან ლიგაში “სლავია” 11 ქულით მე-5 ადგილზეა.

შეგახსენებთ მიმდინარე სეზონში ლევან ყენიამ "სლავიას" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი გამართა.

https://www.youtube.com/watch?v=laVXG744sMI&feature=youtu.be

თურქეთის სუპერლიგის მე-5 ტურში “გალათასარაიმ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ტრაბზონი”. 82-ე წუთზე მბიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. შოთა არველაძისა და გიორგი დევდარიანის “ტრაბზონი” 18 გუნდიან ჩემპიონატში 10 ქულით მე-2 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში “ყუბანმა” შინ 3:0 დაამარცხა მოსკოვის “სპარტაკმა”. ჯანო ანანიძე განაცხადში არ იმყოფებოდა. სავარაუდოდ მას ტრავმა არ მოუშუშებია. 16 გუნდიან პრემიერლიგაში “სპარტაკი” 16 ქულით მე-4 ადგილზეა.

0.141018