ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტური ცენტრალური შეხვედრით გაიხსნა. ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი “არსენალი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრის ბედი დიდწილად 45-ე წუთზე მომხდარმა ინციდენტმა გადაწყვიტა, რომელიც გაბრიელ პაულისტას გაძევებით დასრულდა. თუმცა, ახალგაზრდა მცველი რამდენად იმსახურებდა გაძევებას ეგ საკითხავია. როგორც ყოველთვის, არასპორტული საქციელებით გამოირჩეოდა დიეგო კოშტა. მან ლორან კოშელნის სახეში ჩაარტყა, შემდეგ კი პაულისტა მიაყოლა. საბოლოოდ, დიეგომ გაბრიელი პროვოკაციაზე წაიკიდა, რაც ამ უკანასკნელის გაძევებით დასრულდა, ხოლო კოშტა მხოლოდ ყვითელ ბარათს გამორჩა.
პირველ ნახევარში ცოტა მომენტი იქმნებოდა და ამაზე საინტერესო არაფერი მომხდარა. ყველაზე სახიფათო ეპიზოდები პედროს ჰქონდა, თუმცა ნაღდი საგოლე მომენტი არცერთი გახლდათ და ორჯერვე ჩეხმა ივარგა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და დარჩენილმა 45 წუთმა მათი სრული უპირატესობით ჩაიარა. არსენ ვენგერმა ტაიმის დაწყებისთანავე დაცვაში არსებული დეფიციტი კალუმ ჩემბერსის შემოყვანით შეავსო. თუმცა, ნახევარდაცვას კოკლენი მოაკლდა და “ჩელსიმ” ცენტრში გადამწყვეტი უპირტესობა მოიპოვა.
ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა – სესკ ფაბრეგასმა სტანდარტული მდგომარეობიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კურტ ზუმამ აჯობა და პიოტრ ჩეხის კარი ახლო მანძილიდან თავური დარტყმით აიღო.
ორივე საგოლე მომენტი ჰქონდა ედენ აზარს, თუმცა პირველ შემთხვევაში ჩეხმა აჯობა, ხოლო მეორე ეპიზოდში კარს ოდნავ ააცილა.
79-ე წუთზე სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, სანტი კასორლამ ნემანია მატიჩთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “არსენალს” 9 კაცით მოუწია დარჩენა, რითაც “არისტოკრატებმა” ისარგებლეს და 91-ე წუთზე ედენ აზარმა თავისი გოლის გატანა მაინც მოახერხა. ბელგიელს ამაში რიკოშეტი დაეხმარა, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ჩემბერსს მოხვდა და ჩეხი უშანსოდ დატოვა – 2:0.
“ჩელსი” 7 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო “არსენალი” 10 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
მორიგი ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა ლონდონის “ვესტ ჰემმა”, რომელმაც უკვე მესამე ფავორიტი დაამარცხა მიმდინარე სეზონში. თამაც, “ჩაქუჩებმა” სამივე შემთხვევაში გასვლაზე იმარჯვეს. სლავენ ბილიჩი შეგირდებმა “არსენალისა” და “ლივერპულის” შემდეგ, “ეტიჰად სთედიუმზე” “მანჩესტერ სიტის” დამარცხება მოახერხეს.
შეხვედრის დებიუტი სტუმართათვის შესანიშნავი გამოდგა, მე-6 წუთზე ვიქტორ მოზესმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში. 31-ე წუთზე ლონდონელებმა კუთხური მოაწოდეს, რამაც “სიტის” საჯარიმოში არეულობა გამოიწვია და დიაფრა სახომ სხვაობა გაზარდა. მასპინძლებმა ერთი გოლი ტაიმის ბოლოს გაქვითეს, კევინ დე ბრუინმა შორეული დარტყმით პირველი გოლი გაიტანა “ქალაქელთა” რიგებში.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა დიდი უპირტესობა მოიპოვეს და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ადრიანის კარის აღება მეტჯერ ვეღარ შეძლეს და ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ, პრემიერლიგაშიც იგემეს წაგება.
“სიტი” 15 ქულით კვლავ ლიდერია, ხოლო “ვესტ ჰემმა” 12 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
წარმატებულ თამაშს განაგრძობს “უოტფორდი”, რომელმაც იგალოს დუბლით გასვლაზე “ნიუკასლი” დაამარცხა.
არაფერი შველის “სანდერლენდს”. დიკ ადვოკაატის შეგირდები მე-10 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ “ბორნმუთთან” და ამის შემდეგ, ანგარიში აღარც შეცვლილა.
“ვესტ ბრომვიჩმა” საიდო ბერაჰინოს გოლით “ვილა პარკზე” ადგილობრივი “ასტონ ვილა” დაამარცხა, ხოლო დარჩენილი ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა: “ლესტერმა” კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი სული და “სტოკს” სტუმრად ორბურთიანი სხვაობა ამოუქაჩა. შედეგად, კლაუდიო რანიერის შეგირდები კვლავ დაუმარცხებლები არიან, ხოლო “ლიბერთი სთედიუმზე” “სუონსი” და “ევერტონი” უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში 94-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო კევინ მირალაშმა, რომელიც მოედანზე სულ რაღაც ორი წუთის შემოსული გახლდათ.
ჩელსი – არსენალი 2:0 (0:0)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი (მიკელი 92), მატიჩი, ოსკარი (რამირესი 69), პედრო, აზარი, კოშტა (რემი 82).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, პაულისტა, კოშელნი, ბელერინი, მონრეალი, კოკლენი (ჩემბერსი 46), კასორლა, ოზილი (ჟირუ 75), სანჩესი (ჩემბერლენი 75), რემსი, უოლკოტი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0 ზუმა (53), 2:0 აზარი (91).
გაფრთხილებები: კოშტა, ივანოვიჩი, ოსკარი – კასორლა, პაულისტა, ჩემბერსი
გაძევებები: პაულისტა (45+1), კასორლა (79)
მსაჯი: მაიკლ დინი
ასტონ ვილა – ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:1)
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-4-1-1): გუზანი, ლესკოტი, რიჩარდსი, ჰატონი, ამავი, სანჩესი (ვერეტუტი 82), ვესტვუდი, გრელიში, ხილი (ბაკუნა 76), სინკლერი (ჟესტედი 46), აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი, ევანსი, მაკოლი, ბრანტი, დოუსონი, იაკობი, ფლეტჩერი, მორისონი, ბერაჰინო (გარდნერი 67), მაკკლინი (ოლსონი 95), რონდონი (ლამბერტი 91).
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლი: ბერაჰინო (39)
გაფრთხილებები: ხილი, ამავი - მორისონი, ბრანტი, იაკობი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბორნმუთი – სანდერლენდი 2:0 (2:0)
ბორნმუთი, “დინ კურტი”
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, დისტინი, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, გოსლინგი, სურმანი, პუგი, რიტჩი (სმიტი 90), ტომლინი (ო’კეინი 65), უილსონი (მურეი 76).
მწვრთნელი: ედი ჰოუ
სანდერლენდი (4-3-3): პანტელიმონი, ქაბული, კოატესი, ჯონსი, ვან აანჰოლტი, გომესი (როდუელი 46), მ’ვილა, ტოივონენი, ლენსი, ბორინი (ა.ჯონსონი 72), დეფო (ს.ფლეტჩერი 68).
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი
გოლები: 1:0 უილსონი (4), 2:0 რიტჩი (9)
გაფრთხილებები: მურეი, გოსლინგი - კოატესი, ჯონსი, ქაბული, ბორინი, ტოივონენი
გაძევება: ქაბული (74)
მსაჯი: კევინ ფრენდი
ნიუკასლი – უოტფორდი 1:2 (0:2)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, მბემბა, ჯანმაატი, ჰაიდარა (აარონსი 80), ვეინალდუმი, კოლბეკი, ა.პერესი, სისოკო, ტაუვინი (ობერტანი 88), სისე (სიმ დე იონგი 46).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი
უოტფორდი (4-2-3-1): გომეში, კეტკარტი, პროდლი, ნიომი, ანია, კაპუ, უოტსონი (გედიურა 88), ხურადო (აკე 80), დინი, აბდი (ბერგუისი 76), იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
გოლები: 0:1;0:2 იგალო (10;28), 1:2 ჯანმაატი (62)
გაფრთხილებები: კოლბეკი – აბდი, კაპუ
მსაჯი: როჯერ ისტი
სტოკი – ლესტერი 2:2 (2:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, უილსონი, კამერონი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ვან გინკელი (აირლანდი 79), ველანი, კრკიჩი (ოდემვინგე 82), არნაუტოვიჩი (კრაუჩი 75), შაქირი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ლესტერი (4-3-1-2): შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, დე ლაეტი, შლუპი, დრინკვოთერი, ინლერი (ოლბრაიტონი 46), კანტე (კინგი 86), მაჰრეზი, ოკაზაკი (ულოა 64), ვარდი.
მწვრთნელი: კლუდიო რანიერი
გოლები: 1:0 კრკიჩი (13), 2:0 უოლტერსი (20), 2:1 მაჰრეზი (51 პენ.), 2:2 ვარდი (69)
გაფრთხილებები: კრკიჩი – მაჰრეზი, კანტე, დრინკვოთერი, შლუპი
მსაჯი: ანდრე მარინერი
სუონსი – ევერტონი 0:0
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, კორკი, შელვი, სიგურდსონი (კი 61), ა.აიუ (ბაროუ 87), მონტერო, გომისი (ედერი 81).
მწვრთნელი: გარი მონკი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, სტოუნზი, იაგიელკა, ბრაუნინგი, გალოვეი, ბერი, მაკკარტი, ბარკლი (მირალაში 92), კონე (დეულოფეუ 65), ნეისმიტი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გაფრთხილებები: კორკი, ა.აიუ – ბერი, ბრაუნინგი
გაძევება: მირალაში (94)
მსაჯი: სტიუარტ ატველი
მანჩესტერ სიტი – ვესტ ჰემი 1:2 (1:2)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა (დემიჩელისი 46), ოტამენდი, სანია, კოლაროვი (აიჰენაჩო 46), ფერნანდინიო, ტურე, სტერლინგი (ბონი 66), დე ბრუინი, ნავასი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, კრესველი, ჯენკინსონი (კოლინსი 85), ნობლი, ობიანგი, მოზესი (ანტონიო 60), ლანცინი (იელავიჩი 69), პაიე, სახო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
გოლები: 0:1 მოზესი (6), 0:2 სახო (31), 1:2 დე ბრუინი (45+2)
გაფრთხილებები: კოლაროვი – ლანცინი, ობიანგი
მსაჯი: რობერტ მედლი