ფეხბურთი

20:18 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “დიეგო კოშტა გაძევებას ორჯერ იმსახურებდა”

ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურის საწყის და ცენტრალურ მატჩში “ჩელსიმ” “არსენალი” 2:0 დაამარცხა. მატჩზე დიდი გავლენა მოახდინა პირველი ტაიმის ბოლოს მოხდარმა ეპიზოდმა – დიეგო კოშტასა და გაბრიელ პაულისტას კინკლავს, ამ უკანასკნელის გაძევება მოჰყვა. საბოლოოდ კაცნაკლული “არსენალი” გატყდა და შეხვედრაც წაგო.

მატჩის შემდეგ “მეთოფეთა” თავკაცმა არსენ ვენგერმა TB sport-თან თქვა, რომ დიგო კოშტა წითელ ბარათს ორ ეპიზოდში იმსახურებდა:

“არასამართლიანია? – რა თქმა უნდა. მგონია, რომ იმ ეპიზოდში გაძევებას დიეგო კოშტაც იმსახურებდა. მეტიც, იგი წითელ ბარათს ერთხელ კი არა, ორჯერ იმსახურებდა, მეორედ, როცა ლორან კოშელნის სახეში ხელი გაარტყა. ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან გაგდებას ორჯერ იმსახურებდა, მოედანზევე დარჩა. ეს ყველაფერი უბრალოდ ამაზრზენია”, - თქვა განრისხებულმა ვენგერმა.

შეგახსენებთ, “ჩელსიმ” ორივე გოლი მაშინ გაიტანა, როცა რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, ხოლო მეორე ტაიმში “არსენალს” სანტი კასორლაც გაუძევეს.

0.113546