გიორგი პაპუნაშვილს ბრემენის “ვერდერი II”-ში კვლავ არ უთამაშია. გერმანიის მე-3 ლიგის მე-9 ტურში, ბრემენელები სტუმრად “შტუტგარტი II”-ს დაუზავდნენ – 1:1. 20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ბრემენში თბილისის “დინამოდანაა” განათხოვრებული, 18-კაციან განაცხადში კვლავ არ იყო. მიმდინარე სეზონში მან “ვერდერი II”-ში 3 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია.
ლიტვის საფეხბურთო A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 28-ე ტურში, “თრაკაიმ”, რომელშიც ნიკა აფაქიძე გამოდის, თავის მოედანზე კლაიპედას “ატლანტასს” 5:1 აჯობა. გამარჯვებულთა რიგებში ქართველი მცველი მოედანზე შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. “თრაკაი” 62 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.