ფეხბურთი

18:26 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” თავკაცი ტერ შტეგენს არ აკრიტიკებს

ესპანეთის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი გუნდის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გაამხნევა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, “რომას” მარჯვენა მცველმა ალესანდრო ფლორენციმ გოლი 45 მეტრიდან გაუტანა.

“ვხედავ, რომ ტერ შტეგენი ძალიან მშვიდადაა, თავდაჯერებულია და თავს კარგად გრძნობს. მას მხოლოდ მწვრთნელის კრიტიკა უნდა ანერვიულებდეს. თუმცა, არავინ აკრიტიკებს. ჩვენ კარგად ვიცით რა და როგორ ხდება და ამიტომ, მშვიდად მუშაობას ვაგრძელებთ” – ციტირებს ესპანური გამოცემა AS-ი ლუის ენრიკეს.

0.117558