გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე აუქციონზე იმ ბუცებს გაყიდის, რომლითაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში საბერძნეთის “ოლიმპიაკოსთან” მოგებულ (3:0) მატჩში გოლი გაიტანა.
ბუცებზე წერია: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლტოლვილებო”. აუქციონიდან შესული თანხით გიოტცე ახლო აღმოსავლეთიდან დევნილებს დაეხმარება.
თუმცა, გაყიდვამდე გერმანელი ფეხბურთელი მათ ბუნდესლიგაში “დარმშტადთან” ჩასატარებელ მატჩში მოირგებს.