ტურინის “იუვენტუსმა” და მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო მატჩები გამართეს. იტალიელთათავის “სიტისთან” შეხვედრა ლიგაში 150-ე იყო, ხოლო “რეკორდმაისტერმა” “ოლიმპიაკოსთან” უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მე-200 თამაში ჩაატარა.
პიეროსის “ოლიმპიაკოსმა” ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩი წააგო. უფრო ცუდი მაჩვენებელი “პორტუს” აქვს – 51.
მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 19 წელია ხვდება.
კრიშტიანუ რონალდუმ “შახტართან” სამი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა სიას 80 გოლით ლიდერობს. მეორე ადგილზე ლიონელ მესია 77 გოლით, რომელსაც პირველ ტურში არ გაუტანია.
რონალდუსთვის აღნიშნული ჰეთ-თრიქი ლიგაზე მესამე იყო (ყველა “რეალის” შემადგენლობაში შეასრულა). ამ მხრივ პორტუგალიელი შემევი მარიო გომესს, ფილიპო ინძაგისა და ლუის ადრიანოს გაუტოლდა, რომელთაც ჰეთ-თრიქი აგრეთვე სამჯერ გაუფორმებიათ.
ლიონელ მესისთვის “რომასთან” თამაში ლიგაზე მე-100 გამოდგა. არგენტინელი 26-ე ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ მაჩვენებლს უწია.
იკერ კასილიასმა კი კიევის “დინამოსთან” 151-ე მატჩი გამართა და თანამემამულე ჩავი ერნანდესს გაუტოლდა.
რაფაელ ბენიტესი კარლო ანჩელოტის დაეწია და გახდა მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი სხვადასხვა გუნდი გაუწვრთნია. ესპანელის კარიერაში ასეთი 6 გუნდია: “ვალენსია”, “ლივერპული”, “ინტერი”, “ჩელსი”, “ნაპოლი” და ახლა უკვე “რეალი”.
ჩემპიონთა ლიგაში სამი დებიუტი შედგა: “ასტანამ” და “გლადბახმა” წააგეს, ხოლო “გენტმა” პირველ მატჩში ქულა მოიპოვა.
“ასტანა” ყაზახეთის პირველი გუნდია, რომელიც ლიგაზე მოხვდა. თავის მხრივ, ყაზახეთი უეფას წევრი 54 ქვეყნიდან 32-ეა, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე წარმომადგენელი ჰყოლია.
“გლადბახი” გერმანიის მე-11 გუნდია, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე უთამაშია. ალემანები ამ მხრივ მეორე ადგილზეა არიან. ყველაზე მეტი სხვადასხვა წარმომადგენელი კი ესპანეთს ჰყოლია – 13. მესამე ადგილზეა საფრანგეთი – 10, ხოლო შემდეგ იტალია და ინგლისი არიან 9-9 გუნდით.