“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მის გუნდში 2003-2009 წლებში თამაშობდა, თავის გარეგნობას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა.
“კრიშტიანუ რონალდუს ეგო უნდა მიიღო. ეს არ მაღელვებდა. მე ვხედავდი თუ როგორ იდგა რონალდუ ხშირად სარკის წინ და საკუთარი თავით ტკბებოდა. მოთამაშეები მას ბუცებსა და წვივსაფრებს ესროდნენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ფეხბურთელებს, რომლებსაც დიდი ეგო აქვთ, გამარჯვებები სჭირდებათ” – იუწყება ფერგიუსონის სიტყვებს გამოცემა Daily Telegraph-ი.