ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველი გეკდენიზ კარადენიზმა თურქეთის რეკორდი დაამყარა უეფას ევროპა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. ამის შესახებ ყაზანელთა პრესსამსახური იუწყება.
35 წლის ნახევარმცველისთვის შვეიცარიის “სიონთან” შეხვედრა (1:2) ევროპა ლიგაში 47-ე აღმოჩნდა, რაც თურქული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
კარადენიზმა ევროპა ლიგაზე 39 თამაში “რუბინის” მაისურით გამართა, ხოლო 8 – “ტრაბზონსფორის”.
მან სერვეტ ჩეტინს გაასწრო, რომელსაც “გალათასარაისა” და “ფენერბახჩეში” უთამაშია, ამჟამად კი, “მერსინში” გამოდის. ჩეტინს ევროპა ლიგაში 46-ჯერ უთამაშია.