ფეხბურთი

12:52 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლაშიკოვსკიმ მხარი დაიზიანა

ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველმა იაკუბ ბლაშიკოვსკიმ, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, შვეიცარიის “ბაზელთან” მოგებულ (2:1) მატჩში მხარი ამოიგდო. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრს ლავიწის ძვლის მყესები ნაწილობრივ გაუწყდა.

ბლაშიკოვსკიმ ფიზიოთერაპიის კურსი უკვე დაიწყო და ჯერ უცნობია მოედანს როდის დაუბრუნდება.

0.114748