ფეხბურთი

12:33 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიტმარ კრამერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

გერმანულის ფეხბურთის ლეგენდა დიტმარ კრამერი, რომელსაც მეტსახელებად “ფეხბურთის პროფესორსა” და “ნაპოლეონს” უწოდებდნენ, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კრამერი 1975-1977 წლებში მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იყო და ბავარიელებს ორჯერ ჩემპიონთა თასი (1975, 1976), ხოლო ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი (1976) მოაგებინა.

“ბაიერნის” გარდა, მას იაპონიის ოლიმპიური ნაკრები (1960-1963), ეგვიპტის ეროვნული ნაკრები (1971-1974), აშშ-ს ეროვნული ნაკრები (1974), ბერლინის “ჰერტა” (1974), ფრანკფურტის “აინტრახტი” (1977-1978), საუდის არაბეთის “ალ-იტიჰადი” (1978-1981), საბერძნეთის “არისი” (1981-1982), ლევერკუზენის “ბაიერი” (1982-1985), მალაიზიის ეროვნული ნაკრები (1985), სამხრეთ კორეის ახალგაზრდული ნაკრები (1991-1992), ტაილანდის ეროვნული ნაკრები (1997) გაუწვრთნია.

გარდა ამისა, ის 1964-1966 წლებში გერმანიის ფედერაციის ეროვნული ნაკრების ასისტენტად მუშაობდა.

კრამერი თანამედროვე იაპონური ფეხბურთის ფუძემდებლად მიიჩნევა, რისთვისაც “წმინდა საგანძურის ორდენით” დააჯილდოვეს.

0.114461