ფეხბურთი

8:02 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გუნდოგანი რაფინიას ალტერნატივა

“რომასთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო “ბარსელონას” 22 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რაფინიამ. მან მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ექიმთა ვარაუდით, მიმდინარე სეზონის გამოტოვება მოუწევს. აქედან გამომდინარე, კატალონელმა გრანდმა სამხრეთამერიკელის შემცვლელის მოძიება დაიწყო.

Daily Express-ის ცნობით, “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა ყურადღება დორტმუნდის “ბორუსიას” 24 წლის ჰავბეკ ილკაი გუნდოგანზე შეაჩერა. ისიც სათქმელია, რომ გუნდოგანი “ბლაუგრანას”ინტერესთა სფეროში ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს მოხვდა.

ზემოთხსენებული გამოცემის მტკიცებით, “ბარსელონა” და “ბორუსია” გუნდოგანის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდას უახლოეს დღეებში მიუსხდებიან და თუკი შეთანხმება შედგა, ილკაი “კამპ ნოუზე” მომავალი სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას გადავა.

0.131666