სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები არმია’’, რომელმაც 24-ე ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე რვა გუნდს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა, 2015-16 წლების სეზონში საასპარეზოდ ორი ლეგიონერის დამატებას აპირებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ ,,მგზავრები არმიას’’ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა
,,გუნდის გაძლიერების მიზნით ორი უკრაინელი ლეგიონერის დამატებას ვაპირებთ, რომლებიც პირველი და მეხუთე პოზიციის კალათბურთელები არიან, რადგან ამ კალათბურთელებთან მოლაპარაკება ჯერ დასრულებულა, ჯერჯერობით მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ’’- გვითხრა ბერიშვილმა