სუპერლიგის ერთ-ერთი გამოცდილი კალათბურთელი, ფორვარდი რეზო დიდია (26. 12 .87,201.) ,,ოლიმპში’’ ითამაშებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ ამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ დიდიამ ზედიზედ ოთხი სეზონი ,,ქუთაისი-2010’’ გაატარა. ამ გუნდიდან წასვლის შემდეგ, რეზო ,,დინამოში’’ თამაშობდა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად საქართველოს თასი მოიგო, ხოლო ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.