ფეხბურთი

10:11 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კმაყოფილი ვალვერდეს მონოლოგი

ბილბაოს “ატლეტიკი” ევროპა ლიგის პირველი სტადიის სასტარტო მატჩში გერმანიის “აუგსბურგთან” კარგა ხნის განმავლობაში 0:1-ს აგებდა, თუმცა, არის ადურუსის დუბლით და მარკელ სუსაეტას გოლით საბოლოოდ 3:1 იმარჯვა. საინტერესოდ მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ ბასკთა თავკაც ერნესტო ვალვერდეს Marca-ს კორესპონდენტს გაესაუბრა:

“საკუთარი გუნდის ფეხბურთელების თამაშით აღფრთოვანებული ვარ. პირველებმა გავუშვით, მაგრამ მოწინააღმდეგის ერთ გოლს სამით ვუპასუხეთ და მეტად ძლიერი მეტოქის დამარცხება მოვახერხეთ. ადურისი ჩვენ გუნდში კვლავაც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. პირველ ტაიმში თითქოს იგი მინდორზე “დაიკარგა”, შესვენების შემდეგ კი არისმა თავისი საუკეთესო თვისებები პრაქტიკულად სრულად გამოავლინა. ასევე მსურს გამოვყო სუსაეტას ასპარეზობს. მარკელი ბრწყინვალე ფეხბურთელია – ყოველდღიურად მისი თამაში სულ უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდება. მომავალ კვირას “ვილიარეალის” წინააღმდეგ მატჩისთვის მოსამზადებლად მცირე დრო გვაქვს, თუმცა, მეტოქეც ანალოგიურ მდგომარეობაშია. რთული საგარეო ორთაბრძოლა გველის, “ყვითელი წყალქვეშა ნავი” ხომ ხისტი თამაშის მიმდევარია”.

ბილბაოს “ატლეტიკისა” და “ვილიარეალის” დაპირისპირება “ელ მადრიგალზე” 20 სექტემბერს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.081949
სარეკლამო ადგილი - 99
X x X