ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 2 ბურთი გაუტანა გასვლაზე “ვალენსიას” და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გატანილ გოლთა რაოდენობით (15) თანამემამულე რონალდოს გაასწრო. პსვ-ს, “ბარსელონას”, “რეალის”, “ინტერის” და “მილანის” ყოფილმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობებში 14-ჯერ გამოიჩინა თავი.
14 გოლი აქვს გატანილი კიდევ ერთ ბრაზილიელს, ბარსელონელ ნეიმარს. “მოხარული ვარ, ჩემი ბავშვობის კერპს, რონალდოს რომ გადავუსწარი. იმედი მაქვს, საბომბარდირო პაექრობაში ნეიმარს უკან მოვიტოვებ”, - ჰალკის ეს სიტყვები Lancenet-ს მოჰყავს.
აქვე მოგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ბრაზილიელთაგან საუკეთესო გოლეადორი “მილანის” ექსწევრი კაკაა (30).
ამასობაში, ბრაზილიელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 2 შესარჩევი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. პენტაკამპეონები 5 ოქტომბერს ჩილეს, 10-ში კი ვენესუელას ნეიმარის გარეშე დაუპირისპირდებიან. ბარსელონელი წლევანდელ კოპა ამერიკაზე მინდვრიდან გააძევს და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციაც გამოუწერეს.
ბრაზილიელთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ჯეფერსონი (“ბოტაფოგო”), მარსელო გროე (“გრემიო”), ალისონი (“ინტერნასიონალი”);
მცველები: დავიდ ლუიზი, მარკინიოსი (ორივე პსჟ), მირანდა (“ინტერი”), ჟილი (“კორინთიანსი”), ფაბინიო (“მონაკო”), რაფინია (“ბაიერნი”), ფელიპე ლუიში (“ატლეტიკო”), მარსელო (“რეალი”);
ნახევარმცველები: ლუიშ გუსტავო (“ვოლფსბურგი”), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”), ელიასი, რენატო აუგუშტო (ორივე “კორინთიანსი”), ლუკაშ ლიმა (“სანტოსი”), ვილიანი, ოსკარი (ორივე “ჩელსი”), ფელიპე კოუტინიო (“ლივერპული”);
თავდამსხმელები: რობერტო ფირმინო (“ლივერპული”), ჰალკი (“ზენიტი”), ლუკას მოურა (პსჟ), დუგლას კოშტა (“ბაიერნი”).