ფეხბურთი

8:52 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯგუფური ეტაპის რეკორდი “სიგნალ იდუნა პარკზე”

დორტმუნდის “ბორუსიამ” ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტზე “კრასნოდარი” დაამარცხა და მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტურნირებზე მიჯრით მეათე გამარჯვება იზეიმა. ამასთან, “სიგნალ იდუნა პარკზე” ერთი მნიშვნელოვანი შედეგიც აღინიშნა. დორტმუნდელთა და კრასნოდარელთა შეხვედრას ტრიბუნებიდან თვალი 55200 მაყურებელმა მიადევნა, რაც ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდია.

წლევანდლამდე ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ მატჩზე დასწრების რეკორდი გელზენკირხენის “ფელტინს არენაზე” იყო დაფიქსირებული (53123), ხოლო უეფას თასის 1973 წლის მადრიდის “რეალისა” და ინგლისის “იპსვიჩ თაუნის” პაექრობას 110000-იანი აუდიტორია ჰყავდა. ევროპა ლიგის საპლეიოფე მატჩებს რაც შეეხება, საუკეთესო დასწრება 2015 წლის 19 მარტს კიევის “დინამოს” და ლივერპულის “ევერტონის” მეთექვსმეტედფინალის დაპირისპირებას ჰქონდა – 67553.

“ბორუსიაზე” და “კრასნოდარის” შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა შემდეგი განაცხადა: “მეტად რთული მოწინააღმდეგე გვყავდა, ამასთან პირველ ტაიმში დუნედ, უინიციატივოდ გამოვიყურებოდით. შესვებეის შემდეგ გაცილებით უკეთ ავთამაშდით და სასურველი შედეგიც მივიღეთ. ჩვენ ევროპა ლიგის მატჩებს და მთლიანად ტურნირს მთელი სერიოზულობით ვუდგებით და ამ შეჯიბრებაზე საბოლოო წარმატების მიღწევა გვწადია”.

0.131656