ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა სპეციალური განცხადება გააკეთა. კავშირის თქმით, განცხადების დაწერის მიზეზი მედიასაშუალებებში გავრცელებული შეურაცხმყოფელი კომენტარები და საფეხბურთო მოვლენების არაობიექტური შეფასებაა. უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:
ქართული ფეხბურთით დაინტერესებულ თითოეულ ადამიანს, მათ შორის გულშემატკივრებს, მედია საშუალებების წარმომადგენლებს, სხვადასხვა სახეობის ვეტერან სპორტსმენებს ვთხოვთ მობრძანდნენ შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზაციის ინიციატივით მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ჩატარდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შაბათს, 12:00 სათზე გაიმართება. გვინდა ყველას მოვუწოდოთ საჯარო განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ, რომელიც ზოგ შემთხვევაში ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.