საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
მოსკოველთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ანანიძემ გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა და დიდი მოცულობის სარბენი სამუშაო შეასრულა. მას კოჭის ტრავმა აქვს, რის გამო, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, ირლანდია – საქართველოს მატჩი გამოტოვა.
ამ ეტაპზე უცნობია ქართველი შუახაზელი სრულფასოვნად ვარჯიშსა და თამაშს როდის შეძლებს.