ფეხბურთი

16:49 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძე ლუცკშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ლუცკის “ვოლინში” დაბრუნდა და ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ უკრაინული გაზეთი “კომანდა” იუწყება.

უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურში, დონეცკის “ოლიმპიკთან” მოგებული მატჩის (1:0) მე-20 წუთზე, კობახიძემ შეცვლა ითხოვა, რადგან ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. ამის გამო, მან საქართველოს ნაკრებში ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიასთან და ირლანდიასთან ვერ ითამაშა. ის საქართველოში იმყოფებოდა, სადაც იმკურნალა.

14 სექტემბერს, ფეხბურთელი ლუცკში ჩავიდა და ვარჯიშს შეუდგა. გამორიცხული არაა, რომ 20 სექტემბერს კიევის “დინამოსთან” საშინაო შეხვედრაში კობახიძე ლუცკელთა განაცხადში იყოს.

0.118462